Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

პროფესორმა გიორგი ღაღანიძემ უნგრელ მეცნიერებს უმასპინძლა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა გიორგი ღაღანიძემ, 2023 წლის 1 მაისს, მიიღო მიშკოლცის (უნგრეთი) უნივერსიტეტის (University of Miskolc) ეკონომიკისა და ფინანსების მიმართულების პროფესორები: ბატონი სანდორ ბოზსიკი (Sándor Bozsik) და ქალბატონი ჯუდიტ სზემანი (Judit Szemán), რომლებიც ერაზმუს პლუსის პროგრამის ფარგლებში ეწვივნენ საქართველოს. საუბარი შეეხო ორ უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივებს, ერთობლივ სასწავლო და სამეცნიერო პროექტებს.

 

ვიზიტის ფარგლებში, 2023 წლის 1 და 2 მაისს, თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე გაიმართა უნგრელი მეცნიერების ლექცია-სემინარები საფინანსო-საინვესტიციო თემებზე, კერძოდ:
 
1.      Practical problems of Capital Budgeting (Relevant and irrelevant cash flows, Inflation, Taxation, WACC, Treatment of Net Working Capital, Closure cash flow).
2.      Investment Appraisal (Static and Dynamic methods) - Payback, ARR, NPV, IRR, Discounted payback, Profitability Index, Annuity method. Comparison and calculation with small examples.
3. Cash budgeting (Ageing and Grossing of Revenues and Variable  material costs, Labour expenses, Fix expenses, VAT and other tax payments, Liquidity management).
4. Portfolio theory - Markowitz theory, CAPM, optimisation with Excel, Arbitrage Pricing Theory.